News

”აუდიტორია 115-ის” მოთხოვნების სია

“აუდიტორია 115-მა” მოთხოვნების სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობასთან შეგუებას არ აპირებენ, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიც ამიტომ დაიკავეს.

”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არც ერთი მოთხოვნა. ალბათ ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას.

ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას: დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.

კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.

მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.

უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.
მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.
ყველა სტუდენტი თანასწორია”, – ნათქვამია ”აუდიტორია 115”-ის განცხადებაში.

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top