News

დღე გიორგი დგებუაძე დაიკითხება

დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმზე ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” უნდა დაიკითხოს. გავრცელებული ინფორმაციით, დგებუაძე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრებს.

დგებუაძესთან ერთად, საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავჯდომარე, დათა ახალაიაცაა ბრალდებული. ორივეს განზრახ მკვლელობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.

მომზადებული “ინტერპრესნიუსის” მიხედვით

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top