News

თბილისში გველები მომრავლდნენ

ბოლო ორი თვის განმავლობაში, თბილისში 150-ზე მეტი გველი დაიჭირეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 300-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა. თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, სიტუაცია საგანგაშო არ არის რადგან გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოძახების რაოდენობა შემცირებულია.

“ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ცხელ ხაზზე 300-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა, როდესაც მოსახლეობამ ქვეწარმავალი დააფიქსირა. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე სააგენტომ შესაბამისი რეაგირება განახორციელა, რის შესაბამისადაც დაჭერილია 150-ზე მეტი გველი.

ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რადგან შარშან და შარშანწინ უფრო მეტი გამოძახება ფიქსირდებოდა. მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მუდმივ მზადყოფნაში ვართ, მოსახლეობას გავუწიოთ კვალიფიციური, ოპერატიული დახმარება”, – განაცხადა თემურ ფხალაძემ.

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top