News

ნოდარ ჯავახიშვილის ახალი თანამდებობა ცნობილია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსად ინიშნება.

როგორც ირკვევა, ჯავახიშვილს ამ პოსტზე დანიშვნამდე რეკომენდაცია პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაუწია.

გუშინ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შეხვდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

”გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ეფექტურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. გაიმართა კონსულტაციები გენერალური აუდიტის სამსახურის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ კანდიდატებთან დაკავშირებით”, -ნათქვამია პარლამენტის ვებგვედრზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მიხედვით

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top