News

8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად მოთოვს. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ამაღამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში – -15 გრადუსამდე;

თოვლი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი გველის.

7 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში ამინდი კვლავაც გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღის ბოლოს შესაძლოა მოთოვოს.

8 დეკემბერს ასევე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებსა და მაღალმთაში ყივა დღისითაც იქნება, დაბლობსა და ბარში კი ყინვა ღამით დაფიქსირდება.

6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება.

მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მიხევდით

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top