ესპანეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს.
პოლოლიკაშვილმა არჩევნების მეორე ტურში ზიმბაბვეს მიერ წარდგენილ კანდიდატს, უოლტერ მზემბის აჯობა. პოლოლიკაშვილმა 18 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა – 15.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.