News

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტელოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ცნობით, საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი 12 მაისამდეა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ამაღამ წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა – 23-28 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ხვალ მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; თბილისში – 20 გრადუსი.

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top