News

Finpanda-ს ონლაინ სესხები – ფინანსურ ბაზარზე ახალი პლატფორმა გამოჩნდა!

Finpanda Logo

Finpanda-ს იდეა 2018 წლის მეორე ნახევარში გაჩნდა და თითქმის ნახევარი წელი ზრუნავდა იმაზე, რომ ეს პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, მარტივი და მომგებიანი ყოფილიყო. ეს არ არის კომპანია, რომელიც სწრაფ, ონლაინ თუ სხვა ტიპის სესხს გასცემს, მაგრამ ეს კომპანია გთავაზობთ პროდუქტს, რომლის სარგებლობითაც უკმაყოფილო არ დარჩებით. სანამ Finpanda-ს შემოთავაზებულ პროდუქტზე გადავალთ, მანამდე ერთ კითხვას გავცეთ პასუხი: რატომ Finpanda? – პირველ რიგში გეტყვით, რომ თავადვე ადარებენ ამა თუ იმ კომპანიას, მათ მოთხოვნებს, შემოთავაზებებს, ვალდებულებებს, წესებს და მხოლოდ ამის შემდგომ ემატება ფინპანდას კატალოგში. მეორე უპირატესობა არის ის, რომ რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საუკეთესო კომპანია, ამისთვის მხოლოდ თანხისა და ვადის მითითება დაგჭირდებათ. თქვენი მონაცემები დაცულია და არავითარ შემთხვევაში გაიცემა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბოლო ფაქტორი არის ის, რომ სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში ყველასთვის და ყველანაირი პლატფორმისთვის!

ონლაინ სესხები

Fipanda-ს პროდუქტით სარგებლობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაგაკვალიანონ და იპოვოთ თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზების მქონე კომპანია, Finpanda-ს ონლაინ სესხები საშუალებას გაძლევთ გაიგოთ სწრაფი სესხის როგორც უპირატესობები, ასევე უარყოფითი მხარეები, ამის გარდა გთავაზობთ რჩევებს, მაგალითად, რაში უნდა იყოთ დარწმუნებული სესხის აღებამდე, რამდენად გიღირთ ესა თუ ის სესხი. ამის გარდა შეგიძლიათ იხილოთ და ისწავლოთ თუ როგორ აიღოთ სწრაფი სესხი, რა საბუთები დაგჭირდებათ და როდის დაგიმტკიცდებათ სესხი.

გრძელვადიანი სესხები

Finpanda არა მარტო სწრაფ სესხზე მუშაობს, არამედ გრძელვადიანზეც და გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ამ ტიპის სესხზე. მომხმარებელს შეუძლია დაზუსტებით მოიძიოს ზოგადი ინფორმაცია გრძელვადიან სესხებზე და შემდგომ უკვე იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ სესხს გასცემენ. ამასთან ერთად თქვენ გაეცნობით დეტალებს და ბლოგის წაკითხვის შემდგომ ესა თუ ის კითხვა ამ საკითხზე აღარ შეგაწუხებთ.
დაზღვევები

შეარჩიეთ საუკეთესო დაზღვევა თქვენთვის, ოჯახისთვისა და ქონებისთვის Finpanda-ზე! ფინანსური ვებ პორტალი Finpanda გთავაზობთ ყველა იმ დაზღვევას, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ დაზღვევის პოლისების ფასებს, პირობებს, შეთავაზებებს და სწორედ ამ საიტის დახმარებით შეარჩევთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ კომპანიასა და კონკრეტულ პაკეტს. Finpanda გთავაზობთ: სამოგზაურო, ავტო და ჯანმრთელობის დაზღვევას.

ავტო სესხი

გყავთ მეორადი ავტომობილი და გსურთ ახალი ავტომობილის ყიდვა, მაგრამ თანხა არ გყოფნით? დიახ, ფინპანდა ამ ტიპის სესხშიც კომპეტენტურია და სრულად გაგცემენ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, მიგასწავლიან საუკეთესო კომპანიებსა და გაგაცნობენ მათ პირობებს. ავტო სესხის გარდა Finpanda გთავაზობთ ავტო ლიზინგს (თუ არ გყავთ ავტომობილი და გსურთ შეძენა) და ავტო ლომბარდს (თუ გყავთ ავტომობილი და გსურთ გარკვეული თანხის შოვნა თქვენივე ავტომობილით).

ანაბრები

გსურთ გარკვეული ოდენობის თანხის მოგროვება, მაგრამ არ იცით რომელი ბანკი როგორ პროცენტს ან რა ტიპის ანაბრებს გთავაზობენ? ეს საიტი ამ სფეროშიც დაგეხმარებათ და შეძლებთ, გაარკვიოთ საქართველოში მოწინავე ბანკების შემოთავაზებები, მათი წლიური საპროცენტო სარგებელი და კატეგორიები, ამისათვის უბრალოდ ანაბრების გვერდზე გადასვლა მოგიწევთ.

იპოთეკური სესხები

Finpanda არც ამ საკითხში რჩება თამაშგარე და გთავაზობთ საქართველოს სამი უმსხვილესი ბანკის იპოთეკურ სესხებს და მათ ქვედანაყოფებს, როგორიცაა: იპო+, სესხი რემონტისთვის, შეცვალე ძველი ბინა ახლით და ასე შემდეგ. ამ საიტზე ზუსტად არის მითითებული პროცენტები, თანხის მოცულობები, დაფარვის ვადები, ხელშეკრულებები, წარსადგენი დოკუმენტები და კრიტერიუმები.

როგორც უკვე მოგახსენეთ, Finpanda-ს გუნდი თითქმის ნახევარი წელია მუშაობს ამ პლატფორმაზე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თითოეულ მომხმარებელზე იყოს გათვლილი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ მთავარ გვერდს https://www.finpanda.com/ka

Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

Copyright © 2016 Axaliambebi.ge

To Top